პერუში მდინარე პიურას ადიდების გამო ათასობით ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. მდინარის ადიდება რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილმა თავი ანტიკური ხანის ნანგრევებს შეაფარა. წყალდიდობამ რამდენიმე რეგიონში მეწყერიც გამოიწვია. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია 200-ზე მეტი ხიდი. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ეტაპობრივად მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.