პერუს პრეზიდენტმა, პედრო პაბლო კუჩინსკიმ, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ზონებში მთავრობამ სპეციალური სამაშველო ჯგუფები გამოყო, რომლებიც მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას გადასვლაში ეხმარებიან. წყალდიდობამ მეწყერიც გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოყვა. ბოლო მონაცემებით სტიქიას პერუში 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით მიყენებული ზარალი დიდია. სამთავრობო გუნდმა სტიქიასთან საბრძოლველად გარკვეული თანხები უკვე გამოყო.
იხილეთ: