პერუში წყადიდობამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 3 დღის მონაცემებით დაიღუპა 50-ზე მეტი და დაშავდა 100-მდე მოქალაქე, სამაშველო ჯგუფები დაკარგულ 10 ადამიანს ეძებს. სტიქიამ თითქმის მთელი ქვეყენა მოიცვა. გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. ხელისუფლება სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის.