პერუს ჩრდილოეთში მსხვერპლად შეწირული ბავშვების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ამის არქეოლოგმა ფერენ კასტილიომ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 110 ბავშვის სამარხზე, რომელიც ლა-ლიბერტადის რეგიონში ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს.არქეოლოგების ინფორმაციით, სამარხი ჩიმუს უძველესი კულტურის ეპოქით თარიღდება და სავარაუდოდ, ბავშვები მსხვერპლად კლიმატური მოვლენის გამო შეწირეს. მათი თქმით, ბავშვების მასობრივი მკვლელობით ადგილობრივი მოსახლეობა ღმერთებს წვიმების შეწყვეტას სთხოვდა.