პერუში, ნასკას ფერდობზე, სეჩურას უდაბნოსთან ახლოს მეცნიერებმა ახალი გამოსახულებები და გეოგლიფები აღმოაჩიენეს. სულ მკვლევრებმა 50 გამოსახულება აღმოაჩინეს, რომელთა შორისაა ანთროპომორფული გეოგლიფები, აგრეთვე ცხოველების და ბუნებრივი მოვლენების ნახატები.მეცნიერებს გეოგლიფების აღმოჩენაში თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოები და აგრეთვე უპილოტო საფრენი აპარატები დაეხმარათ. ახლა სპეციალისტები მათი შექმნის ზუსტი დროის დადგენას ცდილობენ.