პერუს პრეზიდენტმა მარტინ ვისკარამ კონგრესი დაითხოვა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ის ქმედუუნაროდ გამოაცხადეს. ქვეყნის კონგრესის თავმჯდომარე პედრო ოლეაჩეამ განაცხადა, რომ ვისკარა ძალაუფლებას ჩამოშორებულია.
"პარლამენტის სხდომაზე მივიღეთ რეზოლუცია, რომლითაც პერუს პრეზიდენტი ქმედუუნაროდ გამოცხადდა, ვინაიდან მან საკონსტიტუციო წყობა დაარღვია" - დაიწერა კონგრესის სოციალურ ქსელ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თანხმობით პერუსი პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ვიცე-პრეზიდენტი მერსედეს არაოსი შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ პერუს პრეზიდენტმა კონგრესის დათხოვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დეპუტატებმა პერუს მინისტრთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადებაზე უარი თქვეს.