პერსონაჟი მაინც უნდა გამოცვალონ, რომ დეჟავუ არ გვქონდეს,- ასე ეხმიანება „ლელოს“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ სკანდალური თემებით მანიპულირებას ცდილობს.
„ირაკლი კობახიძე რომ გამოდის და კვლევებზე და მათ დამაჯერებლობაზე ლაპარაკობს, ორი წლის უკან თუ გადავახვევთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, იგივე ირაკლი კობახიძეა, იმავე ფრაზეოლოგიით. მე ვფიქრობ, პერსონაჟი მაინც უნდა გამოცვალონ ხოლმე, რომ ეს ასოციაცია და დეჟავიუ არ გვქონდეს.