პერსონალური კომპიუტერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, თუმცა ხშირად მას უჭირს ერთდროულად ყველა ფუნქციის ხარისხიანად და სწრაფად შესრულება, რის გამოც ხანდახან ჩვენს სიამოვნებაზე ან რთულ ოპერაციებზე უარის თქმა გვიწევს. სწორედ პერსონალური კომპიუტერის ოპერაციული სისტემის გასაძლიერებლად გამოიგონეს მოწყობილობა, სახელად Wolfe ("მგელი"). მისი შემქმნელის თქმით, ეს არის გამოსავალი, რომელიც აერთიანებს პორტატულობასა და შესრულების მაღალ დონეს და რაც მთავარია, თავიდან აგარიდებთ ძვირად ღირებული Desktop კომპიუტერის ყიდვას.