თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში ჰორმონული ფონი არის შეცვლილი და შესაძლოა სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ. გარდა ამისა, მშობიარობიდან 3-4 თვის შემდეგ ხშირად იწყება თმის ცვენის ინტენსიური პროცესი, რომელიც გრძელდება 7-8 თვემდეც კი, თმის ქიმიური დახვევით ან ამიაკიანი საღებავის გამოყენებით ხელს შეუწყობთ ამ არასასიამოვნო პროცესის გახანგრძლივებას.უშუალოდ ჩვილის ჯანმრთელობაზე თმის დახვევა ან შეღებვა არ მოქმედებს.