კვების პროდუქტებისა და სასმელების გიგანტი, PepsiCo პირველადი პლასტმასის გამოყენებას შეამცირებს და ამასთან, SodaStream გაზიანი წყლის ბიზნესს გააფართოვებს, რაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ფორმატში მოხდება. თუმცა, Reuters-ის ცნობით, გარემოსდამცველებს სურთ, რომ კომპანიამ უფრო მეტი გააკეთოს.
კომპანიის ახალი ინიციატივა, pep+ მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ყველა თავისი ბრენდისთვის პირველადი პლასტმასის განახევრებას, ხოლო დარჩენილ პლასტმასის შეფუთვებში გადამუშავებული მასალის 50%-ით გამოყენებას. ამასთან, კომპანია Beyond Meat-თან პარტნიორობით, PepsiCo ჯანსაღ საკვებზე ფოკუსირდება და მცენარეულ ცილოვან სასუსნავებს გამოუშვებს. კომპანიის გენერალური დირექტორის, თქმით, Beyond Meat-თან ერთად თავისი პირველი პროდუქტის გამოშვებას PepsiCo 2022 წლის დასაწყისში გეგმავს.
ასეთი ნაბიჯები იმიტომ გადაიდგა, რომ PepsiCo და მისი კონკურენტი Coca-Cola გარემოსდაცვითი გლობალურ პოლიტიკის სამიზნეები გახდნენ, რადგან ყურადღებას დიდი რაოდენობით წარმოებული ერთჯერადი პლასტიკური ნარჩენებით იქცევენ. Greenpeace-ის თანახმად, PepsiCo ყოველწლიურად 2 მილიონ 300 ათას ტონა პლასტმასს იყენებს, ხოლო Coca-Cola-ს 100 მილიარდზე მეტ ერთჯერად პლასტმასის ბოთლზე ეკისრება პასუხისმგებლობა.