PEPSI - პირველად, როგორც სასმელი ნიუ ბერნში, ჩრდილოეთ კაროლინაში 1893 წელს კელებ ბრედჰემმა გააცნო საზოგადოებას. სახელწოდება - “პეპსი-კოლა” 1898 წლიდან შეიძინა. სასმელი დისპეფსიის შესამსუბუქებლად, ანუ მონელების დარღვევისას გაზიან სასმელში გარეული წამლის პეფსინის გამო დაიმსახურა, რომელსაც კოლა დაერთო, რადგან გემოს მისაცემად კოლას ნაყოფსაც შეიცავდა. სახელწოდების წარმოშობის შესახებ ეს ერთ-ერთი ვერსია, რომელიც ლოგიკურ მოსაზრებას ეფუძნება. თუმცა, ასეა თუ ისე - კოკა-კოლას მსგავსად აფთიაქში წამლად დამზადებული გაზიანი სასმელი მალე იქცა ბიზნესად, კორპორაციად და სასმელად, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დამკვიდრდა, როგორც ყოველდღიური აუცილებლობა საკვებ რაციონში.
სანამ კომპანიის მასშტაბებს შევეხებით ისტორიას ჩვეულებისამებრ მისი დამაარსებლით დავიწყებთ. კელებ დევის ბრედჰემი, ამერიკელი მეწარმე 1867 წლის 27 მაისს ჩრდილოეთ კაროლინაში დაიბადა. აქვე დაამთავრა უნივერსიტეტი, გახდა ფილანთროპიული საზოგადოების წევრი. მერილენდის უნივერსიტეტში სამედიცინო განხრით სწავლობდა, თუმცა ბოლომდე არ დაუსრულებია. ჩრდილოეთ კაროლინაში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში საჯარო სკოლის მასწავლებელი გახლდათ თუმცა მიხვდა რა რომ ეს პროფესია არ იყო მისთვის გახსნა აფთიაქი ნიუ ბერნში, სახელწოდებით "Bradham Drug Company". სწორედ ეს სივრცე იქცა დღეისთის ყველასათვის ცნობილი სასმელის“ პეპსი-კოლას დაბადების ადგილად. ისევე როგორც იმდროინდელ ბევრ სხვა აფთიაქში აქაც იყიდებოდა გაზიანი სასმელი. მის მიერ შემუშავებული რეცეპტი - კოლას თხილის ექსტრაქტის, ვანილისა და "იშვიათი ზეთების" ნაზავი გაზიან სასმელს შეერია, რომელმაც 1898 წლიდან პეპსი-კოლას სახელწოდებაც დაიმსახურა. Pepsi-Cola Company 1902 წლის 24 დეკემბერს დაარსდა ერთ წელიწადში კი დარეგისტრირდა პირველი Pepsi-Cola სავაჭრო ნიშანიც. რამაც განაპირობა ბრენდის პროდუქციის აფთიაქიდან ნაქირავებ შენობაში გადატანა, როგორც დამოუკიდებელი, მასშტაბური წარმოების აუცილებლობა. იმ წელს 7 968 გალონი სიროფი გაყიდა. მალევე, დაიწყო პეპსი-კოლას ბოთლებში ჩამოსმა. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე სასმელი, როგორც სამკურნალო საშუალება მხოლოდ სიროფის სახით იყიდებოდა. მომდევნო წელს გაყიდვები 19 848 გალონამდე გაიზარდა. 1909 წელს, საავტომობილო რბოლის პიონერი ბარნი ოლდფილდი პირველი ცნობილი ადამიანი გახლდათ, რომელმაც მხარი დაუჭირა პეპსის და აღწერდა მას, როგორც "გამაგრილებელ, გამამხნევებელ სასმელს რბოლის წინ". სარეკლამო სლოგანი "გემრიელი და ჯანსაღი" მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში სასმლის საუკეთესო მახასიათებელი იყო.
ისტორიულად სასმელების ბაზარზე PepsiCo-ს მთავარ კონკურენტად Coca-Cola Company ითვლებოდა. თუმცა 2005 წლის დეკემბერში PepsiCo-მ საბაზრო ღირებულებით მნიშვნელოვნად გადაუსწრო კოკა-კოლას. 1990-იან და 2000-იან წლებში PepsiCo-ს მიერ განხორციელებული შერწყმის, შეძენის და პარტნიორობის შედეგად, მისი ბიზნესი შეიცვალა პროდუქციის ფართო ბაზაზე, მათ შორის საკვები, საჭმლისა და სასმელების ჩათვლით. PepsiCo-ს შემოსავლების უმეტესი ნაწილი აღარ მოდის გაზიანი გამაგრილებელი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციაზე. 2009 წელს მისი მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 50 % შეადგენდა სასმელს. PepsiCo-ს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი საკვები პროდუქტების ბაზარზე მთლიანობაში არის Kraft Foods ახლანდელი Mondelez International, რომელიც ფლობდა აშშ-ს საჭმლის ბაზრის წილის 11%ს.
2021 წელს კომპანიის შემოსავალი 13%-ით გაიზარდა. მაგრამ PepsiCo-მ იწინასწარმეტყველა, რომ ინგრედიენტებზე ფასების ინფლაცია და ტრანსპორტირების უფრო მაღალი ხარჯები ზიანს აყენებს მის პერსპექტივებს 2022 წლისთვის. უკრაინა-რუსეთის გაგრძელებულმა კონფლიქტმა ასევე უარყოფითად იმოქმედა სასმელების გიგანტზე. 2022 წლის აპრილში კომპანიამ გამოაცხადა 400 მილიონ დოლარზე მეტი გაუფასურების ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მის ბიზნესის დაკარგვასთან ორ ქვეყანაში.
ამ დროისთვის კომპანიის შემოსავალი 16 მილიარდ 2 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, სუფთა მოგება კი 4 მილიარდ დოლარს აღემატება. PepsiCo-ს შემოსავალმა 2022 წლის 31 მარტს დასრულებული თორმეტი თვის განმავლობაში 80,854 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13,38%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ბრენდის საინტერესო და მრავალწლიანი ისტორია კვლავ გრძელდება მომხმარებელთა დიდი ციფრით, რომლისთვისაც მოცემული გაზიანი სასმელი გემოსა და სურვილის ნაზავია.