ჩინეთი აპირებს მომავალ ათ წელიწადში ბირთვული ქობინების მარაგები გაიორმაგოს, მათ შორის ისეთი არსენალის, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების გადასატანად არის განკუთვნილი და რაც შეიძლება შეერთებულ შტატებსაც მისწვდეს - „ესოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია „ჩინეთის სამხედრო ძალის შესახებ“ პენტაგონის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც კონგრესისთვის არის განკუთვნილი. ანგარიშის თანახმად, ჩინეთის ბირთვული ძალების მოდერნიზაცია და გაფართოება პეკინის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რათა მსოფლიო ასპარეზზე მტკიცე პოზიცია მოიპოვოს და 2049 წლისთვის გაუთანაბრდეს, ან გაუსწროს ამერიკას, როგორც დომინანტმა ძალამ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.