აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 8 იანვარს, ირანის მიერ ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შედეგად 109 სამხედრომ თავის ტვინის ტრავმული დაზიანება მიიღო. არმიის გენერალის, მარკ მილეის თქმით, 109 სამხედროდან 76 საკუთარი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა. მისივე თქმით, დაზიანებები მსუბუქი იყო.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონის წინა განცხადების მიხედვით, თავდასხმის შედეგად 64 ჯარისკაცი იყო დაზარალებული.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით ჯარისკაცებს სერიოზული არაფერი სჭირდათ. ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა 8 იანვარს, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ განახორციელა.