შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ გამოიწვიოს, ან გააძლიეროს დაძაბულობა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ჯარი მობილიზებულია ყირიმში და ორი ქვეყნის საზღვრის სამხრეთ – აღმოსავლეთ ნაწილის სხვა ადგილებში. პენტაგონის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს იქ არსებული სიტუაციის მონიტორინგს.
“რუსეთის განზრახვის შესახებ საუბარი რთულია. ვაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას და ასევე მოწოდებას ტემპერატურის დაწევისა და დეესკალაციისკენ”, - აღნიშნა კირბიმ.