CNN-ის ცნობით, პენტაგონი აცხადებს, რომ დიდი ზომის ჩინური რაკეტის მოძრაობას თვალს ადევნებს, რომელიც კონტროლიდან არის გამოსული და როგორც მოსალოდნელია, დედამიწის ატმოსფეროში ამ კვირის ბოლოს შევა. აქვე საუბარია, რომ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, თუ სად შეიძლება ჩამოცვივდეს მისი ნამსხვრევები.
თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, მაიკ ჰოვარდის განცხადებით, მოსალოდნელია, ჩინური წარმოების Long March 5B-ის ტიპის 22-ტონიანი რაკეტა დედამიწის ატმოსფეროში 8 მაისს შემოვიდეს.
აშშ-ს კოსმოსური სარდლობა რაკეტის ტრაექტორიას თვალყურს ადევნებს. მიუხედავად იმისა, რომ ნამსხვრევების უმეტესობა ატმოსფეროში იწვის, რაკეტის ზომა შეშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ დიდ ნაწილებს შეუძლიათ ზიანი გამოიწვიოს, თუ ისინი დასახლებულ ადგილებში მოხვდება.
რაკეტა ჩინეთმა გასულ კვირას კოსმოსში მისი სადგურის ნაწილების გასაშვებად გამოიყენა.