პენტაგონი ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის მიერ რაკეტების გაშვების ამერიკის საჰაერო სტანდარტებთან შესაბამისობას შეისწავლის. საქმის მოძიება კი ამ თვეში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში SpaceX-ის რაკეტმზიდი ფლორიდას „კეიპ კანავერალის“ სარაკეტო აეროდრომიდან წარმატებით გაეშვა, რითაც მოხდა კოსმოსური ტრანსპორტის კომპანიის მხრიდან პირველი ეროვნული უსაფრთხოების მისიის განხორციელება. ილონ მასკის კომპანიამ ამ მომგებიან ბაზარზე რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ შეაღწია, სადაც აქამდე მხოლოდ ორი კომპანია Lockheed Martin Corp და Boeing Co დომინირებდნენ.