პენსილვანიის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა და ფოსტით გაგზავნილი იმ საარჩევნო ბიულეტენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რომლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საშუალებით დამოწმება ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დამოწმებისთვის ვადა 9 ნოემბრამდე იყო განსაზღვრული. მანამდე, პენსილვანიის სახელმწიფო მდივანმა, კეთი ბუკვარმა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დასამოწმებლად ვადა 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ ჰქონდა.
პენსილვანიაში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 40 000 ხმით უსწრებს. პენსილვანიის შტატში გამარჯვება საარჩევნო კოლეგიაში 20 ხმის მოპოვებას ნიშნავს.