"ევროპული საქართველოს" ლიდერი თერჯოლაში, რეზო გაბრიაძის ოჯახში პენსიონერებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. დავით ბაქრაძის თქმით, "ევროპული საქართველოს" ამოცანა იქნება, ხელისუფლება აიძულოს პენსია მკვეთრად გაიზარდოს. პენსიონერები ბაქრაძესთან საუბარში ამბობენ, რომ 200-ლარიანი პენსია მედიკამენტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე თვიდან თვემდე არ ყოფნით. ბაქრაძემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა არაფერს აძლევს დღევანდელ პენსიონერებს.