სპეციალური პენიტენციური სამსახური დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგოამრეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მმისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანის საჭიროება არ დგას.
შეგახსენებთ, დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებდა, რომ მისი ძმის მდგომარეობა დღითიდღე უარსებდება და კლინიკაში მისი სასწრაფო გადაყვანა იყო საჭირო. შეგახსენებთ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.