სპეციალური პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „უსაფუძვლო ბრალდებებს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენიტენციურ დაწესებულებებში არ არსებობს.
უწყება განმარტავს, რომ თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული ან მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას.