გარკვეულ საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უარყოფენ. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ექსპრეზიდენტს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია. მეტიც, სააკშვილს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა შეუძლია, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება. გავრცელებული ცრუ ინფორმაცია კი, საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება. - წერია განცხადებაში.