სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს. კანონით დადგენილი წესით, ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება იღებს. ეს პროცესი დღეს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე გასტანს.