პეკინზე დაჭრილ 3 წლის ბავშვს ჟვანიას სახელობის კლინიკიდან დღეს გაწერენ. აღნიშნულის შესახებ "პალიტრანიუსს" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგმა ნათია ვასაძემ განუცხადა. როგორც ვასაძე განმარტავს, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.