ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ეკოლოგიური პოლიცია შეიქმნება. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფი გარემოს სისუფთავის უზრუნველყოფაზე აგებს პასუხს, მათ შორის ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შეზღუდვა და დაბინძურების სხვადასხვა წყარს გამოაშკარავება იქნება. ეკოლოგიური პოლიცია აქცენტს არა მხოლოდ საწარმოო ნარჩენებზე გააკეთებს, არამედ ნაგვის არასანქცირებული წვაზეც გაამახვილებს ყურადღებას.