ჩინეთის ხელისუფლებამ უცხოური კომპანიები ყველაზე მწვავე შედეგებზე გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩინური კომპანიებისთვის ტექნოლოგიების მიწოდების აკრძალვაზე ვაშინგტონის მოთხოვნას დაეთანხმებიან. ამის შესახებ გაზეთი The New York Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.მათი ინფორმაციით, გაფრთხილება დახურულ შეხვედრებზე გაიცა, რომელიც 4-5 ივნისს შედგა. ამ შეხვედრებზე ძალიან ბევრი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი მიიწვიეს და მათ შორის იყვნენ Microsoft-ი, Dell-ი, Samsung Electronics-ი, Hynix-ი და ARM-ი.ჩინური მხარე შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო რეფორმირების ეროვნული კომისიის, კომერციის სამინისტროთი, ასევე მრეწველობისა და ინფორმატიკის სამინისტროს წარმომადგენლებით. The New York Times-ის ვარაუდით, მსგავსი მაღალი რანგის შეხვედრა მიანიშნებს, რომ ისინი ჩინეთის ხელისფულების ინტერესს გამოხატავდნენ. როგორც ცნობილია, ჩინეთმა შექმნა არასანდო უცხოური კომპანიების, იურიდიული პირებისა და ორგანიზაციების სია, რომლებიც ბაზრის წესებს არ ემორჩილებიან, კონტრაქტებს გვერდს უვლიან, აწესებენ ემბარგოს ან არაკომერციული მიზეზებით ჩინური კომპანიებისთვის პროდუქციის მიწოდებაზე უარს ამბობენ.