პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 ქართულ ფილმებს გადაეცა - Palitra News

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 ქართულ ფილმებს გადაეცა

2018-04-23 10:11:54+04:00

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 ქართულ ფილმებს Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა; Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო; საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო მურვანიძეს მიანიჭეს, ფილმისთვის "საშიში დედა". მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად ეს ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორ ანა ურუშაძეს გადასცა; Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის "დედე".