თბილისის მერმა პეკინის ქუჩის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით ამ ქუჩის რეაბილიტაცია არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი - ბოლო მინიმუმ 50-60 წლის განმავლობაში. პეკინის ქუჩის ასეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ გაკეთებულა, როგორიც ჩვენ დავგეგმეთ 2017 წელს. მისივე განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესში სატრანსპორტო გადაადგილების მარშრუტებიც იცვლება, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობა ინფორმირებული იქნება.