ყაჩაღობა პეკინის ქუჩაზე. ბოროტმოქმედები მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გიროს" დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, დამნაშავე პირების დადგენა-დაკავების მიზნით სამართალდამცველები ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.