პეკინის ქუჩაზე უკვე რამდენიმე დღეა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალა. კერძოდ, ცალმხრივი გახდა პეკინისა და შარტავას ქუჩები. მერიაში ვარაუდობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ პეკინის ქუჩა შესაძლოა ცალმხრივი გახდეს. მერიას მოსაზრებას უწუნებს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი. მათი განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ავტომობილების მოძრაობასა და გადაადგილებაზე დაკვირვებით, ზუსტი სურათის დანახვა შეუძლებელია და გადაწყვეტილების მიღებამდე მერიამ საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩაატაროსპეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამშაოები 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.