პეკინის გამზირზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს - Palitra News

პეკინის გამზირზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს

2019-03-20 09:04:51+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეკინის გამზირზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახდა. როგორც "პალიტრანიუსს" უწყებაში განუცხადეს, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით დაკავებულია წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს, საიდანაც თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.შ და ე.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.