ჩინეთის დედაქალაქი პეკინი ღამის ეკონომიკის განვითარებას აპირებს. რისი მიზეზიც დიდი სავაჭრო ცენტრებისა და პატარა მაღაზიების მუშაობის გახანგრძლივებაა. სააგენტო „სინხუას“ ინფორმაციით, მაღაზიების გარდა, მერია ასევე გეგმავს რესტორნებისა და კაფეების 24-საათიან რეჟიმში ამუშავებას. ამავდროულად კი, ხელს შეუწყობენ პეკინში მსოფლიოს ახალი ბრენდების გამოჩენას და ადგილობრივი ტრადიციული ბრენდების განვითარებას. მერია იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ინიციატივა მოხმარებას გაზრდის. ცნობისთვის, პეკინის მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 წელს 6,6%-ით გაიზარდა. 2019 წლისთვის კი ზრდის ორიენტირი 6-6,5%-ის დიაპაზონშია.