პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება განიხილა, რომელიც პედოფილი პირების მიმართ, სასჯელის სახით ქიმიური კასტრაციის შემოღებას ითვალისწინებს. ასეთი შინაარსის საკანონმდებლო წინადადება - “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების სახით, პარლამენტს ლეონიდ ჩერნოვეცკიმ შესთავაზა, თუმცა კომიტეტმა ის არ გაიზიარა.როგორც საკითხის განხილვისას აღინიშნა, ასეთ სასჯელთან დაკავშირებით ერთადერთი პოლონეთის მაგალითია, სადაც იძულებითი ფორმით სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენება, თუმცა სასჯელის ძირითადი ფორმა არ არის. ითქვა ისიც, რომ ამგვარი სასჯელის მიღება ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, გამართლებული არ არის.