კორონა ვირუსთან ერთად სხვა სეზონური ვირუსებიც მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში. მშობლები პანიკაში არიან, უამრავი კითხვა აქვთ. აინტერესებთ რა გააკეთონ გრიპის ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში.
მშობელი ყოველთვის უნდა ეცადოს მართოს ვირუსული დაავადება პედიატრის დახმარებით. თვითნებური მკურნალობა ვირუსების დროს კატეგორიულად აკრძალულია, რადგან შესაძლოა ამგვარმა მკურნალობამ უკუშედეგი გამოიღოს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ პედიატრის კონსულტაცია მოიცავს ჯანმრთელი ბავშვის კონსულტაციასც მნიშვნელოვანია უწყვეტი ზედამხედველობა ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე ადრეულ ასაკში, ასაკის შესაბამისი მოვლისა და კვების რეკომენდაციები.