ამერიკული საგადამხდელო სისტემა PayPal Holdings-ი ინტერნეტ-სერვისის Pinterest-ის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა და შესაძლოა, ვერც გადავიდეს დასკვნით ფაზაში. საუბარია, 45-მილიარდიან კონტრაქტზე.
ცნობისთვის, Pinterest-ი საფონდო ბირჟებზე 2019 წელს გავიდა და გასულ წელს მისი ფასიანი ქაღალდების ფასი არასტაბილური იყო. პანდემიის დროს მისი მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მიმდინარე წლის ივლისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ 5%-ით იკლო.
PayPal-ის კლიენტების რაოდენობა კი 400 მილიონია და მისით სარგებლობა 200 ბაზარზეა შესაძლებელი. კომპანიის მეორე კვარტალის გადახდების მოცულობა მიმდინარე წელს 40%-ით არის გაზრდილი და 311 მილიარდ დოლარს შეადგენს.