ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სხვებთან შედარებით მძიმე იყო, დასტაბილურდა. ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ხუთს უდასტურდება პნევმონია. მისივე თქმით, ამჟამად საავადმყოფოში 45 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 17 პაციენტის პასუხი რამდენიმე საათში იქნება.
გუშინ დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტირებით 11 პაციენტს ვირუსი არ დაუდასტურდათ, შესაბამისად ისინი თვითიზოლაციასა და საკარანტინო ზონებში გადავიდნენ. ეზუგბაიამ 12 წლის მოზარდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მინიმალური ჩივილები აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურია.