სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ხველა ან სტვენითი სუნთქვა - ასეთია სიმპტომები, რომლებთან გამკლავებაც ასთმით დაავადებულ ადამიანებს კვირაში რამდენჯერმე, უარეს შემთხვევაში კი დღეში რამდენჯერმე უწევთ. მსოფლიოს მასშტაბით, დაავადების ამგვარ წნეხს საკუთარ თავზე დაახლოებით 340 მილიონი ადამიანი განიცდის.სტატისტიკის თანახმად, ევროპის ქვეყნებში ოთხიდან ერთ ბავშვს ასთმური შეტევები ან ასთმის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება. თუმცა, ასთმასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა, დასრულდეს თუ მკურნალობის ის ახალი მეთოდი გაამართლებს, რომლის შემუშავებაშიც ქართველი სპეციალისტები არიან ჩართულნი გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან.
სპეციალისტები საბერძნეთიდან, ინგლისიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან და პოლონეთიდან, ორ ქართულ ჯგუფთან ერთად ადამიანის ზედა სასუნთქ გზებში მიკრობული ბალანსის აღდგენას მასში ბაქტერიოფაგების გაზრდილი რაოდენობის შეყვანის გზით ცდილობენ.