სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, თუმცა, ჰემოდინამიკის პარამეტრები წინა საათებთან შედარებით სტაბილურია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა შატილის გზაზე მომხდარ ავარიაში დაშავებულების შესახებ მედიას განუცხადა. მისი თქმით, რადგან ამ ეტაპზე უარყოფითი დინამიკა არ გვაქვს, პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ.