ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული 31 პაციენტიდან 3 პრობლემურია. როგორც ეზუგბაია ამბობს, ერთ-ერთი პაციენტი არის 80 წელს გადაცილებული, რომელიც ასაკთან ერთად არის მძიმე ნევროლოგიური დაავადების მატარებელი და იგი არ გამორიცხავს, რომ მისი მდგომარეობა მომდევნო დღეებში დამძიმდეს. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აღნიშნვს პაციენტი ერთ-ერთი ინფიცირებული პირის კონტაქტია.
80 წელს გადაცილებული ქალის გარდა ინფიქციურ საავადმყოფოში კიდევ ორი პრობლემური ადამიანი მკურნალობს. ეზუგბაიას თქმით, მეორე პაციენტი ჰიპერტონული დაავადების მატარებელია და იგი არც მისი მდგომაროების დამძიმებას გამორიცხავს.
რაც შეეხება მესამე პაციენტს, ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია თუმცა ტომოგრაფიული მაჩვენებელი გაუარესებულია.