22:08
15 ივლისი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პატრულის თანამშრომელი მეტროში გარკვეული თანხის სანაცვლოდ საკუთარი სამგზავრო ბარათით მოქალაქეების გატარების ხელშეწყობისთვის დააკავეს
06-12-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, 1984 წელს დაბადებული ნ.შ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროს სადგურში მოქალაქე კ.მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ.-ს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, მეტროსადგურ ვარკეთილში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

AutoPlay
"შვილი მომიკლეს, ძმაც მომიკლეს" - კადრები პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან, სადაც ერთ-ერთმა მონაწილემ პირის ამოკერვა სცადა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გარიგებული მატჩების საქმეზე პატიმრობაში მყოფი 4 ფეხბურთელიდან 1 სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი გამოკითხეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ქრობისას მეხანძრე დაიღუპა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2017 წელს სამ მილიონზე მეტ უცხოელს მისცეს ცხოვრების ნებართვა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
მადლობა
07-12-2018
მადლობა გენინსპექციას რეაგირებისთვის.
@@@@
07-12-2018
ვაი სირცხვილო! ყველა მექრთამეს უნდა დაისაჯოს უმკაცრესად.
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები