პატრულის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოკითხვის შემდეგ დაზარალებულად სცნო. გამოკითხვას ესწრებოდა არასრულწლოვანის დედა, უფლებადამცველი და ფსიქოლოგი.
ამასთან, დაზარალებულის ადვოკატის ინფორმაციით, არასრულწლოვნისთვის მიყენებული ზიანის შესაფასებლად ექსპერტიზა ჩატარდა, რომლის პასუხიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
დაზარალებულის უფლებადამცველებმა მედიის წარმომადგენლეს თხოვნითაც მიმართეს, რომ მის საცხოვრებელ სახლთან აღარ მივიდნენ, რადგან ეს არასრულწლოვნის ფსიქიკურ მდგომარეობას უფრო მეტად აზიანებს.