პატრულის მიერ ნარკოტესტით 74 მძღოლი გადამოწმდა - 34-ს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა დაუდასტურდა - Palitra News

პატრულის მიერ ნარკოტესტით 74 მძღოლი გადამოწმდა - 34-ს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა დაუდასტურდა

2019-08-20 14:57:28+04:00

შსს-მ ნარკოტესტით 74 მძღოლი გადაამოწმა, რომელთაგან 34 შეთხვევაში ნარკოტიკული ნივთიერებების ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოდეინი, მორფინი, ჰეროინი და ა.შ ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა დადასტურდა.

ამასთან, უწყების განმარტებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი მექანიზმის დანერგვის მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა სამინისტროს იმ თანამშრომელთა გადამზადება, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ნარკოტესტის გამოყენება, შედეგების დაფიქსირება და სამართლებრივი შეფასება, ასევე, შესაბამისი ნორმატიული ბაზის შემუშავება და დამტკიცება.