"პატრიოტთა ალიანსის" შუახევის ორგანიზაციის წევრმა ბეგლარ ფუტკარაძემ პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა. ფუტკარაძემ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ოფისში გააკეთა. მისი განმარტებით, "პატრიოტთა ალიანსის" რიგები კიდევ 10-მა წევრმა დატოვა. ბეგლარ ფუტკარაძემ პარტიიდან მისი და თანაგუნდელების წასვლის მიზეზად "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთთან კავშირი და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა დაასახელა.