„პატრიოტთა ალიანსი” საჯაროდ უარს ამბობს არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტის შესვლაზე. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა ისინი მმართველი გუნდისგან არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. მისი თქმით, პარტია აქტიურად დაიწყებს საპროტესტო კამპანიას უწყვეტი აქციების სახით, რომელიც ფართომასშტაბიან იქნება. აქცია 7 ნოემბერს 17 საათზე თავისუფლების მოიედანზე გაიმართება და გაგრძელდება მანამ სანამ ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს.