"პატრიოტთა ალიანსი" ე.წ. მოსმენების შესახებ კანოპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა, სადაც ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებული კანონპრექტი განიხილება. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას სიმბოლური სახე აქვს,რადგან არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ამ ვეტოს დაძლევს. პატრიოტთა ალიანსი ლიდერის განმარტებით მის ფრაქციას ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია არა იმიტომ, რომ არ ეთანხმებოდა მის ცალკეულ პუნქტებს, არამედ იმიტომ, რომ მას საერთოდ კონცეპტუალურად არ ეთანხმება. საკითხზე პრეზიდენტი უკვე შეხვდა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს.