"პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ბათილად ცნოს არჩევნების შედეგები და განმეორებითი არჩევნები დანიშნოს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი, გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა განხორციელდა და შედეგებს არ მიიღებენ. მისი თქმით, არჩევნები რომ თავისუფალ დემოკრატიულ გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ტარდებოდეს საზოგადოება დაინახავდა რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია.