ბოლშევიკები თავიანთ მოწინააღმდეგედ თვლიდა ყველას, ვინც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეის ერთგული იყო. დახარისხებულ საზოგადოებაში იყვნენ ან კომუნისტების ერთგული მოქალაქეები, ან საქართველოსთვის თავდადებული და რეპრესიისთვის განწირული ადამიანები. მათშორის აღმოჩნდა ვლადიმერ, იგივე 1898 წელს დაბადებული, ლადო ყანდარელი. მისი ოჯახისთვის რეპრესიები უცხო არ აღმოჩნდა. ექვსი დედმამიშვილიდან ორმა ძმამ სამშობლოს სიყვარულისთვის ტყვიის საფასური საკუთარი სიცოხლით გადაიხადეს. ვლადიმერ ყანდარელი დაიბადა თბილისში 1898 წლის 13 თებერვალს. მის ოჯახში ექვსი შვილი ჰაყვდათ. მამა გარდაეცვალა 5 წლის ასაკში. ლადო სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში და შემდეგ, ტექნიკურ უნივერსიტეტში. თბილისში ყოფნისას, ის სპორტულ ცენტრში, „შევარდენში“ წარმატებული ტანმოვარჯიშე იყო.