გონიოში ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს საზღვაო წესით პატივი მიაგეს. ცერემონია ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, საზღვაო ზოლის იმ ნაწილში მოეწყო, სადაც წვრთნებისას შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ჯარისკაცების სამხედრო-საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და უწყების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ. ცერემონიის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ზღვაში ყვავილები გაუშვეს და ზალპი დასცეს. ხსოვნის ცერემონიის გამო ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და განმარტეს, რომ მათთვის ცერემონიის გამართვა მისაღები იქნებოდა მხოლოდ ცხედრების პოვნის შემდეგ. თავის მხრივ, შარაძის დედა ელენე მაკრიდისი შიმშილობას აგრძელებს.დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები პატრიარქმაც მოინახულა და დალოცა. ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცები ოჯახებს დაუბრუნდებიან.