ექიმები პატრიარქს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება. ექიმის ინფორმაციით, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ინფექციის ფონზე ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესის დაწყების გამო ექიმები გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ, სადაც სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იქნება. უწმინდეს ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება აქვს. ცისანა შარტავას განმარტებით, ინფექციის დროს ნაღვლის ბუშტის ანთება დაიწყო და ეს უნდა ჩაქრეს, რომ საოპერაციო არ გახდეს.