კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სურვილი შეხვდეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, რომელმაც პატრიარქი გუშინ მოინახულა. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ილია მეორემ დაკავებული დეკანოზის მონახულების სურვილი მასთან შეხვედრისას გამოთქვა. ამასთან, ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ხელწერილზე პირობების შეცვლა.