სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს სთხოვა, გალობა და ხალხური სიმღერა საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს. ამის შესახებ პატრიარქმა საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა.
პატრიარქმა ღონისძიების მონაწილეებს მიმართა და გამოცემის ორგანიზატორებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება.